Hard Enduro Tbilisi 2018

Hard Enduro Tbilisi 2018

გეპატიჟებით ყველას ჰარდ ენდუროს შეჯიბრზე.
19-20 მაისს თბილისში, მთაწმინდა - კუმისი - კოჯორის ტერიტორიაზე ჩატარდება ჰარდ ენდურო შეჯიბრი.
ტრეკის დისტანცია: 60 კმ.
შეჯიბრი დაყოფილია სირთულის სამ ეტაპად:
☑ბრინჯაოს ფინიში.
☑ვერცხლის ფინიში.
ოქროს ფინიში.

რეგისტრაცია დაწყებულია!
მონაწილეობის საფასური: 150 ლარი.
10-დან 16 წლამდე მონაწილეებისთვის 75 ლარი
10 წლამდე მონაწილეებისთვის უფასო.
მონაწილეობის თანხა ჩარიცხეთ შემდეგ ანგარიშზე:
თეა აბელაშვილი
პ/ნ: 01025007025
GE53BG0000000667073900

რეგისტრაცია დასრულდება 19 აპრილს!!!

ტურნირის კალენდარი:

18 მაისი
21:00 - ბრიფინგი Husky Motopark-ში.
ბრიფინგზე დაგირიგდებათ სასტარტო ნომრები და გაეცნობით შეჯიბრის წესებს.

19 მაისი: 
11:00 - კვალიფიკაცია: 2 ცდა ჰასკი პარკში ენდურო კროსის ტრასაზე. ვარჯიში ენდურო კროს ტრეკზე.
15:00 - მონაწილეები შეეჯიბრებიან ერთმანეთს ენდურო-კროსის ტრეკზე. ამ რბოლის გამარჯვებულები დაიკავებენ წამყვან სასტარტო პოზიციებს მთავარ (კვირის) რბოლაში. შესაძლებელია არ მიიღოთ ენდურო-კროსის ტიპის რბოლაში მონაწილეობა, შესაბამისად მთავარ(კვირის) რბოლაში გექნებათ ბოლო სასტარტო ადგილი.

20 მაისი:
11:00 - სტარტი ჰასკი პარკიდან. (60კმ.იანი ტრეკი)
17:00 - დაჯილდოვება ჰასკი პარკში.

რეგლამენტი:

1.შეჯიბრის ტიპი:
1.1 Hard Enduro Tbilisi 2018: შეჯიბრი ტარდება არასაერთო მოხმარების გზაზე,რომელიც სპეციალურად მოწყობილია შეჯიბრისთვის. საშეჯიბრო გზა მოიცავს დაახლოებით 60 კმ-იან რთულად დასაძლევ რელიეფს სხვადასხვა დაბრკოლებებით:
აღმართის დაძლევა,ტყის ბილიკები,ხეობა,ქვიანი რელიეფი.
1.2 შეჯიბრის ხანგრძლივობის დრო განსაზღვრულია 6 საათით,ამ დროის ამოწურვის შემდეგ ფინიშის გადაკვეთის შემთხვევაში შედეგი არ ჩაითვლება.
1.3 შეჯიბრი დაყოფილია 10 საგუშაგოდ (chekpoint) და სამ ფინიშად
I ფინიში (Bronze)-ბრინჯაოს კლასი
II ფინიში (Silver)-ვერცხლის კლასი
III ფინიში (Gold)-ოქროს კლასი
1.4 შეჯიბრის სამი გამარჯვებული გამოვლინდება საგუშაგოს (chekpoint) გადაკვეთის თანმიმდევრობით,შესაბამისად პირველი სამი ადგილის მფლობელები გახდებიან ის სპორტსმენები, რომლებიც ყველაზე ადრე გადაკვეთავენ უმაღლეს საგუშაგოს/ებს (chekpoint).
1.5 მონაწილეს საუკეთესო შედეგად ჩაეთვლება ის კლასი რომლის საგუშაგოსაც (chekpoint) ის საბოლოოდ გადაკვეთს,ყოველი შემდგომი საგუშაგოს (chekpoint) გადაკვეთით ბათილდება წინა საგუშაგოს (chekpoint) შედეგი. შეჯიბრის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი და მედალი მის მიერ გადაკვეთილი საგუშაგოს(chekpoint) შესაბამისად.

2.მოტოტრანსპორტის კლასიფიკაცია.
2.1 შეჯიბრიში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ტიპის ენდურო და კროსის მოტოციკლს,ძრავის მოცულობა არ არის შეზღუდული.მოტოციკლები არ დაიყოფა კლასების მიხედვით.
2.2 სპორტსმენების ასაკი შეუზღუდავია.
შენიშვნა: არასრულწლოვანების შემთხვევაში საჭიროა მშობლის/მეურვის წერილობითი თანხმობა.

3. უსაფრთხოება
3.1 შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად სპორტსმენი ვალდებულია აღჭურვილი იყოს შემდეგი ეკიპირებით:
მოტობოტი-აუცილებელი
ჩაფხუტი-აუცილებელი
სამუხლე-სასურველი
საიდაყვე-სასურველი
ხელთათმანი-სასურველი
გულმკერდის დამცავი-სასურველი
3.2 თითოეული მონაწილე აცნობიერებს შეჯიბრთან დაკავშირებულ რისკებს და პასუხისმგებელია როგორც პირად,ასევე სხვა მონაწილის და მაყურებლის უსაფრთხოებაზე.
3.3 მაყურებელი ვალდებულია შეჯიბრის მსვლელობის დროს არ გადაკვეთოს მათთვის გამოყოფილი ტერიტორია და უპასუხისმგებლო ქმედებით საფრთხე არ შეუქმნას პირად და სხვის ჯანმრთელობას,ასევე სხვის მატერიალურ ქონებას.
3.4 ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალის დარღვევის შემთხვევაში,ორგანიზატორები თავისუფლდებიან სამოქალაქო და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.

4.ორგანიზატორის ვალდებულებები. 
4.1 ორგანიზატორი ვალდებულია: მოახდინოს შეჯიბრის მართებული დაგეგმარება,შესაბამისი გარემოფაქტორების გათვალისწინებით,უშუალო კოორდინირება გაწიოს შეჯიბრის მოსამზადებელ სამუშაოებსა და შეჯიბრის მსვლელობის დროს.
4.2 ორგანიზატორი ვალდებულია:მონაწილეებს წინასწარ აცნობოს შეჯიბრთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია და რისკფაქტორები.
4.3 ორგანიზატორი ვალდებულია: შეჯიბრისთვის გამოყოს მსაჯების განსაზღვრული რაოდენობა და უზრუნველყოს ობიექტური მსაჯობა.
4.4 ორგანიზატორი ვალდებულია: მაყურებლისათვის წინასწარ განსაზღვროს და გამოყოს ადგილი/ები.

5.მონაწილეების ვალდებულებები
5.1 მონაწილე ვალდებულია: გაიაროს საშეჯიბრო რეგისტრაცია ორგანიზატორების მიერ წინასწარ დადგენილი წესით,წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები რეგისტრაციისთვის: სრულწლოვანების შემთხვევაში: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
არასრულწლოვანების შემთხვევაში: რეგისტრაციაზე გამოცხადდეს მშობელთან/მეურვესთან ერთად,თან იქონიოს დაბადების მოწმობა ან მისი ასლი და მშობლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
5.2 მონაწილე ვალდებულია: დაესწროს ორგანიზატორების მიერ ორგანიზებულ ბრიფინგს,რომლის დრო და ადგილი წინასწარ იქნება განსაზღვრული ორგანიზატორების მიერ. მონაწილის ბრიფინგზე გამოცხადება დადასტურდება მისი ხელმოწერით.
არასრულწლოვანი მონაწილე ვალდებულია ბრიფინგზე გამოცხადდეს მშობელთან/მეურვესთან ერთად,რაც დადასტურებულ იქნება მშობლის/მეურვის ხელმოწერით.
ბრიფინგზე იქნბა მიწოდებული ინფორმაცია შეჯიბრთან და ზოგად რისკებთან დაკავშირებით,მონაწილეები გაეცნობიან შეჯიბრის რეგლამენტს.
5.3 მონაწილე ვალდებულია:შეჯიბრის დაწყებამდე 1 საათით ადრე გამოცხადდეს სასტარტო ბანაკთან,გააჩეროს მოტოციკლი წინასწარ მოწყობილ მოტოპარკში და გაიაროს რეგისტრაცია მოტოპარკის პასუხისმგებელ პირთან,რის შედეგადაც პასუხისმგებელი პირი მიუთითებს სპორტსმენს მისი მოტოციკლის განთავსების ადგილს. სასტარტო ადგილზე მოტოციკლის მოთავსების შემდეგ აკრძალულია მოტოტრანსპორტის მართვა უშუალოდ შეჯიბრის მსვლელობის დროის გარდა, ან/და მსაჯის ნებართვით.
5.4 მონაწილე ვალდებულია: უსიტყვოდ დაემორჩილოს მსაჯების და ორგანიზატორების მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მონაწილის დისკვალიფიკაცია.
5.5 მონაწილეს ეკრძალება: არაფხიზელ მდგომარეობაში შეჯიბრში მონაწილეობის მიღება.
5.6 მონაწილეს ეკრძალება: სხვისი მოტოტრანსპორტის შეხება.
5.7 მონაწილეს ეკრძალება: არასპორტული საქციელი, რაც გამოიხატება შემდეგში: უცენზურო სიტყვების ხმარება,ტერიტორიის დანაგვიანება,გამიზნულად მოწინააღმდეგის დაზიანება ან შეყოვნება,თვითნებურად საშეჯიბრო გზაზე გასვლა, მსაჯთან/ორგანიზატორთან შელაპარაკება და დაუმორჩილებლობა, წინასწარ დადგენილი წესების მიზანმიმართულად დარღვევა.
5.8 სასტარტო მოტობანაკში მოტოტრანსპორტის მოთავსების შემდეგ მონაწილეს ეკრძალება მოტოციკლით ყველანაირი გადაადგილება გარდა უშუალოდ შეჯიბრის დროისა ან/და მსაჯის ნებართვის გარეშე.
5.9 ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების უგულებელყოფა გამოიწვევს სპორტსმენის დისკვალიფიკაციას.

6. რეგისტრაცია
6.1 შეჯიბრში მონაწილეობის საფასური შეადგენს 150 ლარს.
6.2 რეგისტრაცია დაიწყო 2017 წლის 20 მარტს. თანხის ჩარიცხვის შემდეგ მონაწილე წინასაშეჯიბრო ბრიფინგზე მიიღებს საშეჯიბრო ნომერს. რეგისტრაციისთვის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია იხ.პუნქტი 5.1.

7. საშეჯიბრო წესები
7.1 სტარტის მოწყობა: მონაწილეების განლაგება სტარტზე მოხდება,კვალიფიკაციის შედეგად მოპოვებული ნომრებით,ორგანიზატორების და მსაჯების მიერ წინასწარ განსაზღვრული წესით. დადგენილ დროს სტარტზე არ გამოცხადების შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება შეჯიბრს. სტარტზე ასევე მოხდება სპორტსმენების ეკიპირების შემოწმება (ჩაფხუტი, მოტობოტი)
შენიშვნა: შეჯიბრის განმავლობაში მოტოციკლით გადაადგილების დროს სპორტსმენი ვალდებულია ჩაფხუტის ღვედი ჰქონდეს შეკრული. ორგანიზატორის ან მსაჯის მიერ გახსნილი ღვედის დაფიქსირების შემთხვევაში ორგანიზატორი და მსაჯი ვალდებულია მონაწილე განმარტებების გარეშე ავტომატურად გამოთიშოს შეჯიბრს და ზემოთხსენებული აცნობოს მთავარ მსაჯს.
7.3 საგუშაგოს (checkpoint) გავლა: იმისთვის რომ დაფიქსირდეს სპორტსმენის მიერ შესაბამისი საგუშაგოს (checkpoint) გადაკვეთა,აუცილებელია მონაწილემ საგუშაგო (checkpoint) გადაკვეთოს წინასწარ მოწყობილი კორიდორის საშუალებით,კორიდორში აკრძალულია გადასწრება და მოტოციკლების შეჯახება. კორიდორის გასასვლელში მონაწილე ვალდებულია შეჩერდეს საგუშაგოს მსაჯთან, რათა მან მოახდინოს მონაწილის ასპარეზობის ნომრის დაფიქსირება და შეამოწმოს მისი ეკიპირება. წინააღმდეგ შემთხვევაში სამსაჯო კომისია არ განიხილავს მონაწილის პრეტენზიას.
7.4 მონაწილე ვალდებულია საშეჯიბრო გზაზე გადაადგილდეს წინასწარ მონიშნული ტრაექტორიით. ტრაექტორიიდან გასვლა,საშეჯიბრო გზის მიზანმიმართულად ავლა განისაზღვრება დისკვალიფიკაციით. იმ შემთხვევაში თუ მონაწილეს იძულებით მოუწია მონიშნული ტრაექტორიიდან გასვლა,იგი ვალდებულია საშეჯიბრო გზაზე დაბრუნდეს გასვლის ადგილიდან.
7.5 შეჯიბრის მსვლელობის დროს საშეჯიბრო გზაზე აკრძალულია გარეშე პირის მიერ მონაწილის დახმარება. დაშვებულია მონაწილეების მიერ ურთიერთდახმარება. 
7.6 შეჯიბრის გამარჯვებული გამოვლინდება მოცემული საგუშაგოს (chekpoint) გადაკვეთის თანმიმდევრობით,რასაც განსაზღვრავს შესაბამის საგუშაგოზე (chekpoint) მყოფი მსაჯი. პირველი სამი ადგილის მფლობელი გახდება ის სამი სპორტსმენი, რომლებიც ყველაზე ადრე გადაკვეთენ უმაღლეს საგუშაგოს/ებს (chekpoint). ყოველი შემდგომი საგუშაგოს გადაკვეთით ავტომატურად ბათილდება წინა საგუშაგოს (chekpoint) შედეგი.
7.7 იმ შემთხვევაში თუ მონაწილემ გადაწყვიტა შეჯიბრის შეწყვეტა ან დაასრულა შეჯიბრი,იგი ვალდებულია დატოვოს საშეჯიბრო გზა გააჩეროს მოტოციკლი უსაფრთხო ადგილზე და დაელოდოს შეჯიბრის დასრულებას საშეჯიბრო გზასთან ახლოს, თუ არის შესაძლებლობა მივიდეს უახლოეს მსაჯთან და იქ დაელოდოს შეჯიბრის დასრულებას.
შეჯიბრის დასრულებისას ორგანიზატორების მიერ მოხდება საშეჯიბრო გზის სრული დათვალიერბა და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეების, მაყურებლების და მსაჯების საშეჯიბრო გზიდან გამოყვანა ან მათი უსაფრთხო დაშვების კოორდინირება.
7.8 სასტიკად აკრძალულია მოტოციკლებით გადაადგილება სპეციალურად მოწყობილი საშეჯიბრო გზის გარდა სხვა ტერიტორიაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება დამრღვევი პირის დაჯარიმება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ.
7.9 მონაწილეს უფლება აქვს შეჯიბრის დასრულებიდან ერთი საათის განმავლობაში წერილობითი ფორმით აცნობოს სადაო საკითხი მთავარ მსაჯს.მთავარი მსაჯი ვალდებულია განიხილოს სადაო საკითხი დაჯილდოებამდე სამსაჯო კომისიასა და საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად.

8. რეკომენდაციები 
8.1 მონაწილეებისათვის რეკომენდირებულია, გარდა აუცილებელი ეკიპირებისა აღჭურვილნი იქნან სხვა სპეციალური დამცავებით ( სამუხლე, საიდაყვე, გულმკერდის დამცავი, სათვალე, ხელთათმანი)
8.2 გამომდინარე რთული საშეჯიბრო გზიდან,რაც მოითხოვს შეჯიბრის მსვლელობის დროს სპორტსმენის სრულ ფიზიკურ დატვირთვას, რეკომენდირებულია მონაწილემ წინასწარ განსაზღვროს პირადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და იმოქმედოს შესაბამისად მისი ფიზიკური მონაცემებისა.
8.3 გამომდინარე რთული საშეჯიბრო გზიდან, რეკომენდირებულია მონაწილემ წინასწარ მოამზადოს თავისი მოტოციკლი და დარწმუნდეს მის ტექნიკურ გამართულობაში. 

სხვა კატეგორიები:

1.მოტო ცეროდენა (6 წლამდე)-მოტო ფიგურული სვლა

დეტალური ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
Tea Abelashvili
Dato Lobjana Lobjanidze
Go Ti
Dato Kikalishvili
Tamaz Shinjikashvili
Zuka Nabelishvili

ორგანიზატორები:
Enduro Club Georgia
Husky Motopark





კატეგორიები