International Off-Road Festival

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს ოფროუდის ფედერაციის ორგანიზებით, აჭარის ოფროუდის ფედერაციის და ფესტივალის ავტორების(www.off-road-fest.ru) თანაორგანიზებით ამაწლის 17-22 ივლისს გაიმართება რიგით მე12-ე საერთაშორისო ოფროუდ ფესტივალი საქართველოში.
მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ფესტივალი უკვე მრავალი წელია ტარდება სხვადასხვა ადგილებში და მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ჯიპერები. შესაბამისად 2018 წლის ფესტივალზე ველოდებით მონაწილეებს: ბულგარეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, მონღოლეთიდან, ირანიდან, სომხეთიდან და სხვა. 
წინასწარი ინფორმაციით ფესტივალზე თავს მოიყრის 300-მდე ავტომობილი, ზემოთჩამოთვლილი ქვეყნებიდან.
ჩატარების თარიღი 17-22 ივლისი, 
ჩატარების ადგილი: მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორია

შეჯიბრის განრიგი ამ ეტაპისთვის გამოიყურება შემდეგნაირად.

17 ივლისი

12:00-18:30 სტუმრების მიღება, დაბანაკება
19:00 ოფიციალური გახსნა 
20:00 კონცერტი/მომდევნო დღის გეგმების გამოცხადება

18 ივლისი

08:00 ბანაკის გაღვიძება
10:00 ტურისტული ექსპედიციების სტარტი
10:00-13:00 სპორტული ღონისძიება, აქტივობა
13:00-15:00 შესვენება
15:00-19:00 სპორტული ღონისძიება, აქტივობა
19:00-21:00 შესვენება
21:00 დღის ექსპედიციების დასასრული და ბანაკში დაბრუნება
21:00 საღამოს გასართობი პროგრამა/კოცონი, გიტარა, დისკოტეკა და ა.შ.

19 ივლისი

08:00 ბანაკის გაღვიძება
10:00 ტურისტული ექსპედიციების სტარტი
10:00-13:00 სპორტული ღონისძიება, აქტივობა
13:00-15:00 შესვენება
15:00-19:00 სპორტული ღონისძიება, აქტივობა
19:00-21:00 შესვენება
21:00 დღის ექსპედიციების დასასრული და ბანაკში დაბრუნება
21:00 საღამოს გასართობი პროგრამა/კოცონი, გიტარა, დისკოტეკა და ა.შ.

20 ივლისი

08:00 ბანაკის გაღვიძება
10:00 ტურისტული ექსპედიციების სტარტი
10:00-13:00 სპორტული ღონისძიება, აქტივობა
13:00-15:00 შესვენება
15:00-19:00 სპორტული ღონისძიება, აქტივობა
19:00-21:00 შესვენება
21:00 დღის ექსპედიციების დასასრული და ბანაკში დაბრუნება
21:00 საღამოს გასართობი პროგრამა/კოცონი, გიტარა, დისკოტეკა და ა.შ.

21 ივლისი

08:00 ბანაკის გაღვიძება
10:00 ოფროუდ შეჯიბრების დაწყება
17:00 შეჯიბრის ფინიში
18:00 წინასწარი შედეგები
20:00 დაჯილდოვება/კონცერტი/ფეიერვერკი

22 ივლისი

09:00-12:00 ბანაკის დახურვა


ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მრავალი გასართობი შეჯიბრებები და ესტაფეტები:
1. ტალახში სირბილი
2. ტომრით სირბილი
3. ჰაიჯეკის გადაგდება
4. სირბილი ჰაიჯეკებით
5. მორების გადაჭრა ნაჯახით
6. ახვეული თვალებით სიარული რაციის დახმარებით
7. ნელი სვლა
8. ბაგირის გადაქაჩვა
9. არმ რესლინგი
10. ვალეიბოლი
11. ტალახის რაგბი
12. წყლის შეჯიბრებები
13. შეჯიბრი 5 წერტილზე
14. ხელბურთი
15. ფეხბურთი
16. ბანბინტონი
და სხვა.

პ.ს. ფესტივალში მონაწილეთა წინასწარი სარეგისტრაციო გვერდი გაეშვება უახლოეს დღეებში.

1. წინასწარი ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში, მონაწილე ეკიპაჟის ფესტივალზე რეგისტრაციის საფასური შეადგენს 100აშშ დოლარს(ექვივალენტი ლარში, ჩარიცხვის დღის არსებული კურსის შესაბამისად)ჩარიცხვის მეთოდით. 

2. მონაწილე ეკიპაჟის ფესტივალის ტერიტორიაზე რეგისტრაციის საფასური შეადგენს 120აშშ დოლარს(ექვივალენტი ლარში)ნაღდი ანგარიშსწორებით.

3. ფესტივალის დროებითი სტუმრების რეგისტრაცია ასევე მოხდება ფესტივალის ტერიტორიაზე და საფასური შეადგენს ეკიპაჟისთვის 30აშშ დოლარს(ექვივალენტი ლარში)ნაღდი ანგარიშსწორებით.

შენიშვნა:
—მონაწილეობის ღირებულებაში შედის ფესტივალის ატრიბუტიკის თემატური კომპლექტი(მაისური,ბენდენა/კეპი და სხვა)
—ეკიპაჟად ითვლება 2 ადამიანი. ავტომობილში დამატებით მგზავრებისთვის ბრენდირებული ატრიბუტიკის შეძენა შესაძლებელი იქნება ბანაკის ტერიტორიაზე.





კატეგორიები