ენდრურო/კროსი

ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისთვის საქართველოში ხელსაყრელი გარემოა - მოტოციკლით მთებში სამოგზაუროდ და დიდი რაოდენობით ადრენალინის გამოსამუშავებლად. სამთო მოტოციკლით მიუვალ გზებზე მგზავრობა საკმაოდ აზარტული და შთამბეჭდავია. სპორტის ეს სახეობა - ენდურო, ჩვენს ქვეყანაში უფრო და უფრო ვითარდება და მასშტაბურ სახეს იღებს. თითქმის ყოველ თვე ეწყობა შეჯიბრები სადაც ძალიან დიდი კონკურენციაა, როგორც პროფესიონალებში, ასევე მოყვარულებში. ჩვენი რამდენიმე გამორჩეული სპორცმენი კი ხშირად მიდის ენდუროს მსოფლიო ჩემპიონატზე და სწრაფად ვითარდება.
ამ სპორტის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა "Husky " - პარკმა(husky.ge), "Enduro club Georgia"-მ  და KTM - მა  (ktm-georgia.com) 

           

       

     

                     

                   

     

                          

კატეგორიები